ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ინტელის სასწავლო პროგრამის გაცნობა .კარგია რომ არსებობს ინტერნეტში ისეთი მისამართი, საიდანაც შევძლებ სრული ინფორმაციია მივიღო პროექტით სწავლების შესახებ.
ელექტრონული წიგნი შედგება სამი ნაწილისგან : თეორიული ნაწილი, რესურსები და ჩანიშვნები.
დღეს შევისწავლე საქაღალდის შექმნა, სადაც შევიტანე მზა გამზადებული მასალები, 21 საუკუნის უნარჩვევები ,პროექტის ჩეკლისტი, სასწავლო გეგმის შაბლონი , რომლებიც მომეხმარება მომავალში ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად .
ჯგუფებში საგნების მიხედვით განვიხილეთ მზა და უკვე განხორციელებული პროექტები. ჩემთვის საინტერესო იყო. გაანსაკუთრებით შეფასების დროის ჩარჩო .
მადლობა ხათუნა მასწავლებელს
Комментариев нет:
Отправить комментарий